თავში

ყირგიზეთში საპარალამენტო არჩევნების შედეგები გაუქმდა - PHOTO - განახლებულია

ყირგიზეთში საპარალამენტო არჩევნების შედეგები გაუქმდა - PHOTO
ყირგიზეთში საპარალამენტო არჩევნების შედეგები გაუქმდა - PHOTO - განახლებულია

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომპანიამ, საპროტესტო ტალღის ფონზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. ამის შესახებ ცესკო-ს წევრმა, გულნარა ჯურაბაევამ განაცხადა.

-09:45-

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას არ გამორიცხავს. ქვეყნის დედაქალაქ ბიშკეკში დაპირისპირება და საპროტესტო გამოსვლები საპარალამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად 130-მდე ადამიანი დაშავდა. მათი უმეტესობა სამართალდამცავია.

დემონსტრანტები პრეზიდენტის სასახლეში, მერიის, პარლამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის შენობებში შეიჭრნენ. სამართალდამცავებს მათთვის წინააღმდეგობა პრაქტიკულად არ გაუწევიათ.

აქციის მონაწილეებმა კოლონიიდან ექსპრემიერი საფარ ისაკოვი და სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის საგამოძიებო იზოლატორიდან ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს, რომელსაც, კორუფციის ბრალდებით 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში 4 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნებში სულ 16 პარტია მონაწილეობდა. 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა, რასაც საპროტესტო გამოსვლები და მღელვარება მოჰყვა. 7%-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა შეძლეს. აქციის მონაწილეები შედეგების გაუქმებასა და არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system