თავში

ყირგიზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის 10 იანვარს გაიმართება

​ყირგიზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის 10 იანვარს გაიმ
ყირგიზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის 10 იანვარს გაიმართება

ყირგიზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის 10 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (CEC) 24 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში 4 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნებში სულ 16 პარტია მონაწილეობდა.

ცესკო-ს პირველმა მონაცემებმა მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომლებიც ბიშკეკში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში არეულობებში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა აიღეს პარლამენტის შენობა და ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს. 7%-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა შეძლეს. აღნიშნულმა მოვლენებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაშლა და ახალი არჩევნების ჩატარება განაპირობა.

9 ოქტომბერს ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოონბაი ჟეენბეკოვმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დედაქალაქის ქუჩებში სამხედრო ნაწილების გამოყვანა ბრძანა.

10 ოქტომბერს ყირგიზეთის პარლამეტმა პრემიერ-მინისტრ სადირ ჯაფაროვსა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. პრემიერის კანდიდატურასა და მის მიერ შემოთავაზებულ პროგრამას ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. თუმცა პრეზიდენტმა გადაწყვეტილებას ვეტო დაადო.

14 ოქტომბერს ყირგიზეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად ისევ სადირ ჯაფაროვი აირჩია.

15 ოქტომბერს ყირგიზეთის პრეზიდენტი სოონბაი ჟეენბეკოვი გადადგა.

16 ოქტომბერს გააუქმეს გადამდგარი პრეზიდენტის, სოონბაი ჟეენბეკოვის გადაწყვეტილება, დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობის დაწესების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system