თავში

ყოფილ სამხედროს შრი-ლანკას არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე მიულოცეს

შრი-ლანკას არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე
ყოფილ სამხედროს შრი-ლანკას არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე მიულოცეს

შრი-ლანკას საპრეზიდენტო არჩევნებში თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ლიდერობს. გოტაბაია რაჯაპაკსამ გამარჯვება უკვე აღნიშნა. მისმა მოწინააღმდეგეებმა დამარცხება აღიარეს. თუმცა, ოფიციალური მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის.

არჩევნებზე სულ 35 კანდიდატი იყო წარმოდგენილი. გამოკითხვების მიხედვით, მათ შორის რაჯაპაკსასთან ერთად მთავრობის ყოფილი მინისტრი საჯით პრემადასა ლიდეობდა.

წინასწარი მონაცემებით გოტაბაია რაჯაპაკსამ ხმების 48.2% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა 45.3%. ამ უკანასკნელმა კონკურენტს უკვე უსურვა წარმატებული პრეზიდენტობა.

ეს შრი-ლანკას პირველი არჩევნებია, რომელიც შვიდი თვის წინ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ გაიმართა. შემთხვევას მაშინ 250 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი მაიტრიპალა სირისენა არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა. მან გადაწყვიტა უარი ეთქვა კანდიდატურის წარდგენაზე, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი გახდა.

აპრილში ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული მებრძოლები თავს დაესხნენ ტაძრებსა და სასტუმროებს. მთავრობა იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ვერ შეძლო საფრთხის თავიდან არიდება, რადგან თავდასხმის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია დროულად არ მიაწოდა ინდოეთის ხელისუფლებას. ტერორისტულ თავდასხმას ეკონომიკური ვარდნა მოჰყვა, რამაც ქვეყნის ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვნად დააზარალა.

ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი, ლეიტენანტი რაჯაპაკსა 70 წლისაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system