თავში

"ნისანისა“ და "რენოს“ ყოფილი უფროსი ლიბანში გაიქცა

"ნისანისა“ და "რენოს“ ყოფილი უფროსი ლიბანში გაიქცა
ნისანისა“ და რენოს“ ყოფილი უფროსი ლიბანში გაიქცა

ავტოკონცერნ „ნისანისა“ და „რენოს“ ყოფილი უფროსი, რომელსაც იაპონიაში ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ და ის ტოკიოში შინა პატიმრობაში იმყოფებოდა, ლიბანში გაიქცა. 

როგორც თავად კარლოს გონი აცხადებს, გადაწყვეტილება მან დევნის გამო მიიღო. მისი თქმით, „იაპონიის სასამართლო სისტემა ადამიანის ძირითად უფლებებს უარყოფს და ის არ აპირებს ამ სისტემის მძევლად იქცეს.„ნისანისა“ და „რენოს“ ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ უახლოეს ხანში მედიასთან საუბარს აპირებს.

იაპონური მედია იუწყება, რომ მამაკაცი, რომელიც გარეგნულად ჰყავს კარლოს გონს, ბეირუთის აეროპორტში კერძო თვითმფრინავით ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ბეირუთსა და ტოკიოს ექსტრადიციის შესხებ შეთანხმება გაფორმებული არ აქვთ.

კარლოს გონი 2018 წლის ნოემბერში კომპანიის ხარჯზე გამდიდრების ბრალდებით დააკავეს. 2019 წლის იანვარში იაპონიის პროკურატურამ გონს ბრალი ფინანსურ მაქინაციებსა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ოფიციალურად წაუყენა. გონის სასმართლო 2020 წელს უნდა გამართულიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system