თავში

ყოველწლიური ფესტივალი Supersonic ისევ გადაიდო

​ყოველწლიური ფესტივალი Supersonic ისევ გადაიდო
ყოველწლიური ფესტივალი Supersonic ისევ გადაიდო

მასშტაბური როკ-ფესტივალი Supersonic, რომლის ჩატარება იაპონიაში, კერძოდ ტოკიოსა და ოსაკას პრეფექტურაში სექტემბერში იგეგმებოდა, 2021 წლისთვის გადაიდო. მიზეზი ახალი კორონავირუსის პანდემიაა.

"კორონავირუსის კრიზისის გამო, მონაწილეები იაპონიაში ჩასვლასთან დაკავშირებით სირთულეებს განიცდიან. ასევე რთული იქნება ფესტივალზე შემსრულებლების, პერსონალისა და ფანების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა", - განაცხადეს ფესტივალის პრესსამსახურში.

მანამდე ფესტივალის კომიტეტი კორონავირუსით ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით სხვადასხვა ზომებზე მუშაობდა, მათ შორის სტუმრების რაოდენობის შეზღუდვას ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ ღონისძიების გადადება არჩია.

ფესტივალი Supersonic (წინა სახელწოდება Summer Sonic) იაპონიაში ყოველ წელს, აგვისტოში იმართება. 2020 წელს ის სექტემბრისთვის გადაიდო, რადგან ორგანიზატორებს არ უნდოდათ, რომ ის ტოკიოს თამაშებს დამთხვეოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system