თავში

ყველაფერი, რაც ახალი "დელტა პლუს" შტამის შესახებ არის ცნობილი - Reuters

ყველაფერი, რაც ახალი "დელტა პლუს" შტამის შესახებ არის ცნობილი - Reute
ყველაფერი, რაც ახალი დელტა პლუს შტამის შესახებ არის ცნობილი - Reuters

ინდოეთის სამედიცინო მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერთა ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი "დელტა პლუს" შტამი კიდევ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე აქამდე არსებული ვარიანტები. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.  

"დელტა პლუს" შტამი პირველად ინდოეთში, მიმდინარე წლის 11 ივნისს გამოვლინდა.

ეს არის "დელტა" ვარიანტის, B.1.617.2-ის მუტირებული შტამი, მის აგებულებაში გვხვდება ცილის მუტაცია,  რომელიც ასევე  სამხრეთ აფრიკულ ე.წ.  "ბეტა" შტამშიც აღინიშნება.

წამყვანმა ინდოელმა ვირუსოლოგმა შაჰიდ ჯამილმა განაცხადა, რომ K417N ამცირებს მონოკლონური ანტისხეულების სამკურნალო კოქტეილის ეფექტურობას.

რამდენად გავრცელებულია "დელტა პლუს" შტამი?

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, დელტა შტამი უკვე 11 ქვეყანაში ვრცელდება. სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 197 შემთხვევა, მათ შორის: დიდ ბრიტანეთში - 36, კანადაში - 1, ინდოეთში - 8, იაპონიაში - 15, ნეპალში - 3, პოლონეთში - 9, პორტუგალიაში - 22, რუსეთში - 1, შვეიცარიაში - 18, თურქეთი - 1 და აშშ - 83.

"დელტა პლუს" შტამით გარდაცვალების პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი შემთხვევა ინდოეთში ფიქსირდება.

ამ დროისათვის, კორონავირუსის ვაქცინების  "დელტა პლუს" შტამის მიმართ ეფექტურობის დასადგენად კვლევები ინდოეთსა და მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს.

ასევე, გაიგეთ ყველაფერი კორონავირუსის "დელტა" ე.წ. ინდური შტამის შესახებ.

ცნობისთვის, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში განაცხადეს, რომ აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის "დელტა" შტამის წილი ევროკავშირის ტერიტორიაზე ინფიცირებაში 90% იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system