თავში

ყველაზე ძვირადღირებული კარტოფილი ფრი $200 ღირს

ყველაზე ძვირადღირებული კარტოფილი ფრი $200 ღირს
ყველაზე ძვირადღირებული კარტოფილი ფრი $200 ღირს

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კარტოფილი ფრი ნიუ-იორკში, რესტორან Serendipity3-ში მზადდება. ამის შესახებ USA Today წერს.

რესტორნის საფირმო კერძს შეფი ჯო კალდერონი ამზადებს და კარტოფილი ფრის ღირებულება 200 აშშ დოლარია.

იგი მზადდება საფრანგეთიდან ჩამოტანილი კარტოფილითა და ტარტუფოს ყველითა, ზემოდან კი ოქროს პუდრა აქვს მოყრილი, რომელიც ასევე იჭმევა.

რესტორანი ასევე გამოირჩევა ყველაზე ძვირადღირებული, 25,000 აშშ დოლარიანი დესერტით, 214 აშშ დოლარის ღირებულების სენდვიჩითა და მილქშეიკით, რომლის დაგემოვნებასაც 100 აშშ დოლარად შეძლებთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system