თავში

"ყველაზე საშინელი" საშინელებათა ფილმი დასახელდა

"ყველაზე საშინელი" საშინელებათა ფილმი დასახელდა
ყველაზე საშინელი  საშინელებათა ფილმი დასახელდა

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და გაარკვიეს, რომელი ფილმია "ყველაზე საშინელი", - ამის შესახებ Forbes წერს.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მაყურებლებს IMDb-ს, Rotten Tomatoes-სა და Reddit-ის ვერსიით ყველაზე საშინელი 50 ფილმი აჩვენეს და მათი გულისცემა დააფიქსირეს.

"ყველაზე საშინელი ფილმის" წოდება "სინისტერს" ერგო. ის 2012 წელს სკოტ დერიქსონმა გადაიღო. სურათის ნახვის დროს, ექსპერიმენტის მონაწილეებს გული წუთში 86 სიჩქარით უცემდათ, რაც 32%-ით მეტია, ვიდრე მთელი საკვლევი პერიოდის საშუალო მაჩვენებელი (65 დარტყმა წუთში).

მეორე ადგილზე ჯეიმს ვანის საშინელებათა ფილმი "ასტრალი" (2010) გავიდა. ერთ-ერთი სცენის დროს მაყურებლის პულსი 133 დარტყმამდე ავარდა.

მესამე ადგილი "წყევლამ" დაიკავა. ამ ფილმის ჩვენების დროს, მაყურებლის გულისცემამ მონიტორმა 129 დარტყმა წუთში აჩვენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system