თავში

ყველის ჭამაში 10 000 დოლარს გადაგიხდიან

ყველის ჭამაში 10 000 დოლარს გადაგიხდიან
ყველის ჭამაში 10 000 დოლარს გადაგიხდიან

ამერიკული კომპანია Whisps, რომელიც ყველის ჩიფსებს აწარმოებს, ახალ თანამშრომელს ეძებს. 

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ყველის კონტენტის ოფიცრის ვაკანსიაზე კადრის დაქირავება სურთ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული პროდუქტის დაგემოვნებაში 10 ათას აშშ დოლარს გადაუხდიან.

Whisps განმარტავს, რომ  ახალ თანამშრომელს კომპანიის ნაწარმის დაგემოვნების შემდეგ სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მათ შორის Facebook-სა და Instagram-ზე კონტენტის შექმნა მოუწევს, რომელიც კომპანიის პროდუქციას საუკეთესოდ წარმოაჩენს.

გავრცელებული ინფორმაციით, Whisps-ში დასაქმების მსურველები კომპანიისთვის განაცხადების გაგზავნას 17 ივლისამდე შეძლებენ. ხალი თანამშრომლის ვინაობა კი 27 ივლისს გახდება ცნობილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system