თავში

რა აღმოაჩინა ჯანმო-მ ჩინეთში

რა აღმოაჩინა ჯანმო-მ ჩინეთში
რა აღმოაჩინა ჯანმო-მ ჩინეთში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზოონოზური ინფექციების და სურსათის უსაფრთხოების სპეციალისტმა პიტერ ბენ ემბარეკმა ვუჰანში 2019 წლის დეკემბერში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ჩინეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს მიაწოდა მონაცემები იმ პერიოდში დაფიქსირებული ინფექციის მხოლოდ 174 შემთხვევის შესახებ. თუმცა, ემბარეკმა აღნიშნა, რომ შემთხვევათა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტი იყო, ვინაიდან დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებებს მხოლოდ მძიმე ფორმის ინფექციის მქონე პაციენტები მიმართავდნენ.

"არსებობს საფუძველია ვიფიქროთ, რომ 2019 წლის დეკემბერში, ქალაქ ვუჰანში, სადაც კორონავირუსული ინფექციის პირველი აფეთქება მოხდა, სულ მცირე ათასი ადამიანი COVID-19– ის 13 სხვადასხვა შტამით იყო ინფიცირებული”, - განაცხადა ემბარეკმა CNN–სთან ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ ვირუსის ზოგიერთმა ვარიანტმა ადგილობრივი ბაზრებიდან დაიწყო გავრცელება, მაგრამ სხვებს მათთან საერთო არაფერი ჰქონდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system