თავში

რა აღმოჩდა 333 მილიონ კილომეტრში მდებარე ასტეროიდ "ბენუს" სინჯში

რა აღმოჩდა 333 მილიონ კილომეტრში მდებარე ასტეროიდ "ბენუს" სინჯში
რა აღმოჩდა 333 მილიონ კილომეტრში მდებარე ასტეროიდ ბენუს  სინჯში

ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა Osiris-REx, რომელიც ორი წლის განმავლობაში დედამიწიდან 333 მილიონი კმ-ის დაშორებით ასტეროიდ "ბენუს" ორბიტაზე იმყოფებოდა, მისი ზედაპირიდან ნიადაგის ნიმუში აიღო. 

ზონდი ასტეროიდის ზედაპირზე არ დაშვებულა. მოწყობილობა "ბენუს" ზედაპირს მიუახლოვდა და 3,35 მ სიგრძის ეგრეთ წოდებული მკლავი-მანიპულატორის მეშვეობით სინჯი აიღო.

სინჯის შეგროვების ოპერაციამ 10 წამს გაგრძელდა და ის ზონდმა დამოუკიდებლად, ავტონომიურ რეჟიმში ჩაატარა. დედამიწასთან საკომუნიკაციო სიგნალის გადაცემაში 18 წუთიანი სხვაობის გამო, მისიის დედამიწიდან ხელით მართვა შეუძლებელი იყო.

რამდენად წარმატებულად ჩაიარა ოპერაციამ, ერთ დღეში გახდება ცნობილი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ Osiris-REx-მა "ბენუს" ზედაპირიდან 60 გრამი ნიადაგი აიღო. ნიმუში დედამიწაზე 2023 წლის 24 სექტემბერს ჩამოვა.

მეცნიერთა იმედოვნებენ, რომ ამ კვლევით მზის სისტემის ფორმირების ადრეული ისტორია გამოვლინდება. ისინი მიიჩნევენ, რომ ასტეროიდი შესაძლოა, მისი წარმოშობის დროიდან შემორჩენილ მასალასა და ინფორმაციას შეიცავდეს.

ეს ასტეროიდული ნიადაგის ნიმუშების მოპოვებისა და შესწავლის NASA- ს პირველი მისიაა. კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx პირველად 2016 წელს გაუშვეს.

1999 წლის სექტემბერში აღმოჩენილ ასტეროიდ "ბენუს" მოძრაობის ტრაექტორიის გამოთვლებით, ის შესაძლოა დედამიწას 2169 - 2199 წლებში დაეჯახოს. NASA მიიჩნევს, რომ ეს ობიექტი პოტენციურად საშიში ციური სხეულია. "ბენუს" დიამეტრი - 560 მეტრია, მისი მასა კი 140 მილიონ ტონას აღწევს. ასეთი მასის სხეულის დედამიწაზე დაცემა კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system