თავში

რომელია 2020 წლის მთავარი სიტყვა?

რომელია 2020 წლის მთავარი სიტყვა?
რომელია 2020 წლის მთავარი სიტყვა?

Merriam-Webster-ის ლექსიკონით, რომელიც ინგლისურენოვანი სიტყვების განმარტების ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გამოყენებადი ლექსიკონია ონლაინსირცეში, 2020 წლის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სიტყვა განისაზღვრა. გასაკვირი არავისთვის იქნება ის სიტყვა, რომლის მნიშვნელობასაც, ამ ერთ წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიო ინტერნეტში ყველაზე ბევრჯერ ეძებდა. ეს არის სიტყვა პანდემია.

სპეციალისტების თქმით, ამა თუ იმ ინფორმაციას ხშირად ახლავს გარკვეული ტექნიკური ტერმინები, მაგრამ სიტყვა პანდემიამ ტექნიკურის გარდა, გარკვეული საყოველთაო მნიშვნელობაც შეიძინა. მომავალში ის, სავარაუდოდ, ისტორიის კორონავირუსის პერიოდის განმსაზღვრელი სიტყვაც იქნება.

თანამედროვე განმარტებით პანდემია ეს არის ეპიდემია, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების გავრცელება ვრცელ რეგიონში, ან მთელ მსოფლიოში.

სიტყვა პანდემია - pandemia -ბერძნულ-ლათინური წარმოშობისაა და "მთელს ხალხს" . ამ სიტყვის გამოყენება სამედიცინო ტერმინოლოგიაში, პირველად 1660-იან წლებში მოხდა.

მეორე ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული სიტყვა Merriam-Webster-ის ლექსიკონით კორონავირუსი აღმოჩნდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system