თავში

რა დაარქვა ხოაკინ ფენიქსმა შვილს?

​რა დაარქვა ხოაკინ ფენიქსმა შვილს?
რა დაარქვა ხოაკინ ფენიქსმა შვილს?

ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა, ხოაკინ ფენიქსმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ბიჭის მამა გახდა, შვილს უფროსი გარდაცვლილი ძმის სახელი, რივერი დაარქვა. ამის შესახებ რეჟისორმა ვიქტორ კოსაკოვსკიმ განაცხადა.

რივერ ფენიქსს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. 80-წლიებში ის ძალიან პოპულარული იყო და ბევრ ცნობილ ფილმში მიიღო მონაწილეობა. 1989 წელს ის ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინეს მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში "ადგილზე სირბილი".

რივერ ფენიქსმა ადრეულ ასაკში დაიწყო ნარკოტიკების მოხმარება, რაც მისთვის ფატალური გახდა.

1993 წელს ის ნარკოტიკების დოზის გადამეტების შედეგად გარდაიცვალა. ის ძმას, ხოაკინს ხელში ჩააკვდა.

28 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მსახიობები ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა ვაჟის მშობლები გახდნენ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system