თავში

რა დევს ოსკარის $225 000-იან სასაჩუქრე ყუთში?!

რა დევს ოსკარის $225 000-იან სასაჩუქრე ყუთში?!
რა დევს ოსკარის $225 000-იან სასაჩუქრე ყუთში?!

ოსკარის ნომინანტობა კარიერაში წინსვლის და უფრო მნიშვნელოვანი როლების მიღების წინაპირობა ხშირად გამხდარა. წელს კი ნომინანტები ამ ყველაფერთან ერთად ძვირადღირებულ კრუიზში დაისვენებენ და ასევე ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებს ჩაიტარებენ, რადგან ეს ის საჩუქრებია, რომელსაც ოსკარის ნომინანტებს საჩუქრად გაეგზავნათ. 

ლეშ ფერის დაარსებული ფონდი უკვე 18 წელია სასაჩუქრე ყუთებს უგზავნის ოსკარის ნომინანტებს, თუმცა როგორც აღმოჩნდა აქამდე ასეთი ძვირადღირებული როგორიც წელსაა, ჯერ არ ყოფილა.  

წელს საჩუქრების სიაშია $78,000-იანი 12 დღიანი იახტ-კრუიზი. $20,000-იანი სახის გამაჯანსაღებელი პროცედურები შედის. 

80-მდე ნივთს შორისაა სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმელი, გაჯეტები და 24 კარატიანი მოოქროვილი ელექტრო-სიგარეტი, რომლის ჰოლივუდში მოხმარების ტრენდად დამკვიდრებაში ლეონარდო დიკაპრიოს წვლილი დიდია. ყუთში საბოლოო ჯამში $225 000-ის საჩუქრებია მოთავსებული.

ლეშ ფერის თქმით, ის მსახიობები და რეჟისორები, რომლებმაც ყუთი მიიღეს მართალია მდიდრები არიან, მაგრამ საჩუქრებით ის მათ დამსახურებას უსვამს ხაზს და ასე გამოხატავს პატივისცემას. ამასთან, ფერიმ აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ სარფიანი ბიზნესიცაა და სხვადასხვა ბრენდებს საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქცია ცნობილ ადამიანებთან დააკავშიროს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system