თავში

რა ელის მსოფლიოს 2020 წელს?

​რა ელის მსოფლიოს 2020 წელს?
რა ელის მსოფლიოს 2020 წელს?

ცნობილმა ასტროლოგებმა და ექსტრასენსული შესაძლებლობების მქონე ადამიანებმა 2020 წლისთვის მთელი მსოფლიოსთვის პროგნოზები უკვე გააკეთეს. სავსებით შესაძლებელია, რომ რომელიმე მართალი აღმოჩნდეს და მათი წინასწარმეტყველებები ახდეს.

ძალიან ბევრს აშინებს, რომ ეს ნაკიანი წელიწადი იქნება, რომელიც უბედურებას, კატასტროფებსა და სიცოცხლის ბალანსის რღვევას გამოიწვევს. ბევრს თავად ციფრი 2020-იც კი საგონებელში აგდებს. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ვარაუდები ავაწყოთ, როგორი იქნება მეტალის თეთრი ვირთხის წელიწადი. თუმცა რამდენიმე ასტროლოგისა თუ წინასწარმეტყველის პროგნოზი უკვე არსებობს.

რა ელის პლანეტას მომავალ წელს?

ბულგარელი ნათელმხილველი ვანგა წინასწარმეტყველებებს ისე უბრალოდ არასოდეს აკეთებდა. როგორც წესი, ხილვები მასთან რომელიმე ახალ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ მოდიოდა. მთელი ცხოვრების მანძილზე მან უამრავი პროგნოზი და წინასწარმეტყველება გააკეთა, რომელიც დღემდე სრულდება.

2020 წელთან ვანგას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ერთხელ მან თქვა, რომ სწორედ ამ დროს ეწვევა დედამიწას ის, ვინც გარშემო ყველაფერს შეცვლის. ის მთელს კაცობრიობას მშვიდობას უბოძებს. ვის გულისხმობდა ვანგა, არავინ იცის. მას თავადაც არასოდეს გაუკეთებია განმარტება.

ვანგა ამბობდა, რომ 2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის საბედისწერო იქნება. მისი თქმით, ამ წელს გაქრება ყველა ფული და მას ციფრები შეცვლის. ადამიანები ენერგიის ახალ, უშრეტ წყაროებს აღმოაჩენენ, რომელიც თავისი ძალით მზეზე უფრო ძლიერი იქნება.

ვანგა აცხადებდა, რომ 2020 წლისთვის დედამიწას ქაოსი მოიცავს, ხელისუფლებებს კი ისეთი გავლენა აღარ ექნება, როგორც ადრე. 2020 წლის მეორე ნახევრიდან მთელს პლანეტაზე, განსაკუთრებით კი ევროპაში, მასობრივი რელიგიური კონფლიქტები დაიწყება. ეს ულევი რაოდენობის კატასტროფას და ადამიანების ჯგუფებად დაყოფას გამოიწვევს.

ვანგას თქმით, აფრიკა დაავადებების და ეპიდემიების ეპიცენტრად იქცევა. აზიის ტერიტორიაზე მიწისძვრების სიხშირე მოიმატებს. მყინვარების დნობის პროცესი დაჩქარდება.

ასტროლოგებისა და ექსტრასენსების უმეტესობა ნოსტრადამუსზეა ორიენტირებული. თუმცა, თავად მან კი 2020 წელს კაცობრიობის ბედის შესახებ არც თუ ბევრი წინასწარმეტყველება დატოვა. ჩვენამდე მისი სიტყვების მხოლოდ რამდენიმე გაშიფრული ვარიანტია შემონახული.

დროის ამ პერიოდში, ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების მიხედვით, მუსლიმანურ ქვეყნებს შორის ომი დაიწყება. ეგვიპტეში, თურქეთსა და საბერძნეთში ირანული ჯარები შეიჭრება, თუმცა ის არ აკონკრეტებს, რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი.

არაბულ ქვეყნებს შორის სამხედრო მოქმედებები 2021 წელსაც გაგრძელდება. რამდენიმე ქვეყანა კავშირის შექმნას და ევროპის დაპყრობას ეცდება. მაგრამ ევროპა საკადრის პასუხს გასცემს. არაბულ სახელმწიფოებს შორის ომი მანამ გაგრძელდება, სანამ ისინი ვერ მიხვდებიან, რომ ღმერთის სიტყვა ერთია, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ენაზეა გაჟღერებული.

უკრაინელი ასტროლოგი ვლად როსი თავისი არასტანდარტული პროგნოზებით ყოველთვის იყო სახელგანთქმული. მისი სენსაციური წინასწარმეტყველება 2020 წლისთვის ასეთია: მსოფლიოში ძლიერი პოლიტიკური კადრები გაჩნდება, რომლებიც უახლოეს მომავალში მსოფლიო პარადიგმას გადაწყვეტს.

ასტროლოგი აცხადებს, რომ ქვეყნის დასასრული 2029 წლამდე არ მოხდება, ამიტომ უახლოეს 10 წელიწადში მას საერთოდ არ უნდა ველოდოთ და ცხოვრებით მაქსიმალურად დავტკბეთ.

იტალიელი მარია დიუვალის წინასწარმეტყველება ვანგას სიტყვებს უმეტესად ემთხვევა. ასტროლოგი ამტკიცებს, რომ უახლოეს მომავალში ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას ძალიან ცოტა ქვეყანა შეძლებს. თუმცა, ამ პერიოდში კაცობრიობამ შეიძლება „სიცოცხლის წამალი“ იპოვოს, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს 130 წლამდე გაზრდის.

მარია დიუვალის თქმით, 2020 წლის დასაწყისში ევროპაში ტერაქტების რიცხვი გაიზრდება.

ცნობილი ირანელი ექსტრასენსი მეჰდი ებრაჰიმი ვაფა მსოფლიოს გლობალური ეკონომიკური კრიზისის შესახებ აფრთხილებს. ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემები იმას გამოიწვევს, რომ პლანეტაზე მხოლოდ 10 ვალუტა დარჩება. 

თავის წინასწარმეტყველებებში ირანელი ნათელმხილველი ამბობს, რომ აზიური ქვეყნები მძლავრ ეკონომიკურ კავშირში გაერთიანდება და საერთო ვალუტას შემოიღებს. მისი თქმით, მომავალი წელი ჩინეთის აღორძინების პერიოდად იქცევა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა გახდება.

ამერიკელი მედიუმი ედგარ ქეისი აცხადებს, რომ სპირიტული სეანსების დროს ძალიან ბევრი წინასწარმეტყველება აქვს გაჟღერებული. ის აფრთხილებს, რომ 2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის მძიმე პერიოდი იქნება. გახშირდება წყალდიდობები და რამდენიმე რეგიონი მთლიანად წყლით დაიფარება. 

ედგარ ქეისის თქმით, აშშ-ში ცუნამის გამო ვულკანები გააქტიურდება და ყველაფერს კვამლით დაფარავს. ჩრდილოეთ რეგიონები კი უბედურებებს გადაურჩება.

ბუნებრივი კატასტროფები და კატაკლიზმები: რა ელოდება კაცობრიობას 2020 წელს?

მეცნიერების აზრით, 2020 წელს კაცობრიობა ბუნებრივ და კლიმატურ კატაკლიზმებს ვერ გაექცევა. მათი თქმით, გლობალური დათბობის გამო წყლის რესურსი გაიზრდება, რაც წყალდიდობებს გამოიწვევს. კლიმატის ცვლილებები, რომლის მომსწრეები ახლა ვართ, გაუარესდება. იმ რეგიონებში სადაც წვიმები საერთოდ არ იყო, ისინი კოკისპირული იქნება. უამრავ ტერიტორიას კი გვალვა და გაუსაძლისი სიცხე დააზარალებს.

ასტროლოგებისა და ნათელმხილველების პროგნოზი და წინასწარმეტყველება ყოველთვის პოზიტიური არ არის. ხანდახან მათგან საშიში და საშინელი გაფრთხილებები ისმის. ჯერჯერობით ადრეა განსჯა, რა ელის სამყაროს 2020 წელს. ყველა სხვადასხვა პროგნოზს აკეთებს, თუმცა ერთ რამეში ჯერდება - თეთრი ვირთხის წელი ბევრ ცვლილებას ამზადებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system