თავში

რა ფორმატით ჩატარდება კინოფესტივალი "სანდენსი"

​რა ფორმატით ჩატარდება კინოფესტივალი "სანდენსი"
რა ფორმატით ჩატარდება კინოფესტივალი სანდენსი

მიუხედავად იმისა, რომ კინოფესტივალი "სანდენსი" ტრადიციულად წლის დასაწყისში იმართება, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, არ გაერისკათ და ის ახალი ფორმატით ჩაეტარებინათ. დირექტორის, ტაბიტა ჯექსონის თქმით, 2021 წელს ფესტივალი როგორც ოფლაინ, ისე ონლაი რეჟიმში გაიმართება.

"სანდენსის" მთავარი საყრდენი ისევ პარკ-სითი დარჩება, ფილმების ნაწილი კი ქვეყნის მასშტაბით მდებარე სხვადასხვა კინოთეატრში იქნება ნაჩვენები. დირექცია დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს ფესტივალზე სტუმრობას ყველა ვერ შეძლებს, ამიტომ არასტანდარტული ზომების მიღების აუცილებლობა დგას.

მსგავს ფორმატზე ტორონტოს კინოფესტივალის ორგანიზატორებიც ფიქრობენ. ის შემოდგომით იმართება. ვენეციური მოსტრა კი არანაირ ცვლილებას არ გეგმავს და ღონისძიებას ჩვეული ფორმით ჩაატარებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system