თავში

რა გახდა 360 სპილოს სიკვდილის მიზეზი? - PHOTO

რა გახდა 360 სპილოს სიკვდილის მიზეზი? - PHOTO
რა გახდა 360 სპილოს სიკვდილის მიზეზი? - PHOTO

ბოტსვანაში 260 სპილო ბოლო 3 თვის განმავლობაში იდუმალ ვითარებაში დაიღუპა. დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს გადარჩენისა და კონსერვაციის ეროვნული საქველმოქმედო პარკის დირექტორის ნიკ მაკკეინის განცხადებით, ზოგიერთი სპილო წყლის გუბეების ირგვლივ ჯგუფურად იყო დაღუპული. ზოგი კი ცალ-ცალკე, პირით მიწაზე ეგდო.

დამკვირვებელთა განცხადებით, ცოცხალი სპილოების ნაწილი, რომელიც მათ შენიშნეს, ფიზიკურად დასუსტებული ჩანდნენ. ერთი სპილო წრეზე დადიოდა და მიმართულების შეცვლას ვერ ახერხებდა.

ტერიტორიაზე, სადაც სპილოები დაიღუპნენ, ცხოველთა სხვა სახეობებს ჯანმრთელობის პრობლემები არ შექმნიათ. 

ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპული სპილოებიდან აღებულ მასალებს იკვლევს. სიკვდილის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. მაკკეინი  არ გამორიცხავს, რომ სპილოები შესაძლოა პარაზიტების გამო, ან სულაც კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად დაიღუპნენ. 

ბოტსვანაში 130 000 აფრიკული სპილო ცხოვრობს. ეს კონტინენტზე სპილოების ერთ-ერთი ყევლაზე დიდი რეზერვაციაა. იმ ტერიტორიაზე, სადაც 360 სპილო დაიღუპა, ბოტსვანას სპილოების 10 % პროცენტი ბინადრობს.

აფრიკული სპილოები გარემოს დაცვის წითელ წიგნშია შეტანილი. 2007- 2014 წლებში მათი რიცხვი 144 000-ით, ანუ 30%-ით შემცირდა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system