თავში

რა გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება COVID 19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელზე

რა გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება COVID 19-ის სიკვდილიანობის მაჩვე
რა გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება COVID 19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელზე

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ჰაერის დაბინძურება COVID-19–ის ინფექციის სიკვდილიანობის მაჩვენებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამის შესახებ სტატიას გამოცემა The Guardian აქვეყნებს.

ნაშრომით დგინდება, რომ ეპიდემიის წინა წლებში ჰაერის დაბინძურების დონის სულ მცირე ზრდაც კი სიკვდილიანობის მაჩვენებლის 15%-იან მატებას იწვევს. აშშ–ში ჩატარებული კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ძალიან მაღალია ნიუ-იორკში, სადაც შეერთებული შტატების მასშტაბით ინფექციას ყველაზე მეტი მსხვერპლი ჰყავს. მეცნიერთა ვარაუდით, წარსულში, მანჰეტენში ჰაერის სისუფთავის ოდნავ შენარჩუნებასაც კი ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო. 

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნებში ტოქსიკური ჰაერის დონე განსხვავებულია, კვლევის თანახმად, დაბინძურებულ რეგიონებში ადამიანები უფრო ხშირად იღუპებიან კოროვირუსით, ვიდრე სუფთა რაიონებში. მეცნიერთა ცნობით, დაბინძურებულ ჰაერი ზრდის რესპირატორული დაავადებების რისკს, ისევე, როგორც გულის პრობლემებს, რაც COVID-19-ის ინფექციით გარდაცვალების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.

მეცნიერთა კვლევა აღნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე უდრო მაღალია,  ვიდრე სამხრეთში. 

მარტის შუა რიცხვებში მეცნიერებმა მოსახლეობა გააფრთხილეს,  რომ ჰაერის დაბინძურებამ შესაძლოა Covid-19-ის ეპიდემიის გაუარესება გამოიწვიოს. ამასთან, Covid-19–ის ადრეულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მწეველთა ორგანიზმი ინფექციის მიმართ უფრო მგრძნობიარეა.

კორონავირუსის გამო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კარანტინია გამოცხადებული, რამაც ჰაერის დაბინძურების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. თუმცა, ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად ეს საკმარისი არ არის, ვინაიდან  2019 წელს გამოქვეყნებულმა გლობალურმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჰაერის დაბინძურებამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ადამიანის ყველა ორგანოს და მისი სხეულის თითოეულ უჯრედს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system