თავში

რა იწვევს გულის მოულოდნელ გაჩერებას და სიკვდილს?

​რა იწვევს გულის მოულოდნელ გაჩერებას და სიკვდილს?
რა იწვევს გულის მოულოდნელ გაჩერებას და სიკვდილს?

რა იწვევს გულის გაჩერების შედეგად მოულოდნელ სიკვდილს? რუსეთში მოღვაწე ქართველი ექიმი-კარდიოლოგი თამაზ გაგლოშვილის განცხადებით, ეს ეს არის მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ გამოწვეულია პარკუჭოვანი არითმიით ან პარკუჭის ფიბრილაციით (არითმიის საშიში სახეობა -მრავლობითი, ქაოსური ელექტრული იმპულსებით გამოწვეული პარკუჭების პოტენციურად ფატალური, ძალიან ხშირი და არაეფექტური შეკუმშვების არაკოორდინირებული რიგები).

ექიმის თქმით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა."დღეს სუაც არა რთული შეხვდე 35 წლის ადამიანს, რომელსაც ინფარქტი აქვს გადატანლი", - აცხადებს გაგლოშვილი.

ექიმის თქმით, ჰიპერტენზიამ, სიმსუქნემ, ათეროსკლეროზის განვითარებამ, მიოკარდიუმის ინფარქტმა - ამ ყველაფერმა შეიძლება ხელი შეუშალონ გულის ელექტრულ აქტივობას.

გაგლოშვილის თქმით, გულის სწრაფ გაჩერებას ყოველთვის არ ახლავს თან ტკივილი გულის არეში - შესაძლოა, არტერიული წნევა დაეცეს და ადამიანმა გონება დაკარგოს. ამ დროს სპეციალისტებს მცირე დრო აქვთ პაციენტის გადასარჩენად.

ექიმის თქმით, 30 წლის ასაკიდან გულის გამოკვლევები სასურველია. ეს, პირველ რიგში, ეხება მათ, ვისაც წარბი წონა და ცვალებადი არტერიული წნევა აწუხებს. გაგლოშვილის თქმით, ასევე საგულისხმოა ჭარბი ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, რაც პოტენციურად იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system