თავში

რა ჯდება Starlink-ის ინტერნეტი

რა ჯდება Starlink-ის ინტერნეტი
რა ჯდება Starlink-ის ინტერნეტი

კომპანია SpaceX Starlink-ის სატელიტურ მოწყობილობებს უკვე სამჯერ უფრო იაფად ყიდის, ვიდრე წარმოების ხარჯები ჯდება. ამის შესახებ ინფორმაციას Businessinsider ავრცელებს. 

კომპანიას ადრე ტერმინალების წარმოება დაახლოებით სამი ათასი დოლარი უჯდებოდა, ახლა კი ის 1500 დოლარამდე შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობათა ნაკრები 1500$ ჯდება, Starlink-ის ახალმა მომხმარებლებმა თავდაპირველად მხოლოდ 499 დოლარი უნდა გადაიხადოს. ნაკრები მოიცავს ტერმინალს, სამონტაჟო სტენდს და როუტერს, ამასთან, მაღალი ინტერნეტის მიღებისთვის მომხმარებელმა თვეში $99 უნდა გადაიხადოს. ამის შესახებ Satellite 2021 LEO Digital ფორუმზე SpaceX-ის პრეზიდენტმა და ოპერაციების დირექტორმა, გვინ შოტველმა განაცხადა.

შოტველის თქმით, კომპანია არ აპირებს შეჩერებას და ორ-სამ წელიწადში ტერმინალის ღირებულება რამდენიმე ასეულ დოლარამდე შემცირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system