თავში

რა კავშირშია ცუკერბერგი TikTok-ის აკრძალვასთან?

​რა კავშირშია ცუკერბერგი TikTok-ის აკრძალვასთან?
რა კავშირშია ცუკერბერგი TikTok-ის აკრძალვასთან?

კომპანია Facebook-ის დამაარსებელი, მარკ ცუკერბერგი ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე მიანიშნებდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომ ამ უკანასკნელს აშშ-ის ტერიტორიაზე სოციალური ქსელი TikTok დაებლოკა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.

მისი WSJ-ის წყაროს ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში ცუკერბერგმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმარა და აღნიშნა, რომ Facebook-ის ერთ-ერთ ძირითად კონკურენტად TikTok იქცა, რომელსაც აშშ-სთან ტექნოლოგიურ წარმოებაში კონკურენცია შეუძლია.

The Wall Street Journal წერს, რომ თეთრ სახლში მარკ ცუკერბერგმა დაარწმუნა დონალდ ტრამპი, რომ ჩინური კომპანიების აქტიური შემოსვლა ამერიკულ ბიზნესს საფრთხეს უქმნის.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომელიც ამერიკულ კომპანიებს ByteDance-სთან თანამშრომლობას უკრძალავს. სწორედ ის ფლობს TikTok-ს. თუმცა ჩინურმა კომპანიამ განკარგულება სასამართლოში გაასაჩივრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system