თავში

რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული COVID-19-თან ერთად გრიპით დაავადება?

რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული COVID-19-თან ერთად გრიპით დაავადება
რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული COVID-19-თან ერთად გრიპით დაავადება?

ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, გრიპითა და კორონავირუსით ერთდროული დაავადება გარდაცვალების რისკს ზრდის. კვლევის შედეგებს ინტერნეტ პორტალი bioRxiv აქვეყნებს.

მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც თაგვების ოთხი ჯგუფი მონაწილეობდა: საკონტროლო ჯგუფი, კორონავირუსით დაინფიცირებული ჯგუფი, გრიპით და კორონავირუსით დაინფიცირებული ჯგუფი და მხოლოდ გრიპით დაავადებული ჯგუფი.

დაავადების მიმდინარეობა მღრღნელების მესამე ჯგუფში უფრო მძიმე იყო, ვიდრე დანარჩენებში. კერძოდ, კორონავირუსითა და გრიპით ერთდროულად დაავადებულ თაგვებს ექსტრაპულმონური გამოვლინებები აღენიშნებოდათ, კერძოდ, ისინი სწრაფად კარგავდნენ წონას, აღენიშნებოდათ გართულებული სუნთქვა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, ვიდრე სხვა ჯგუფის თაგვებში. 

მონაცემები მიუთითებს იმაზე, უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. სტატიის ავტორები ასევე იზიარებენ ბრიტანელი მეცნიერების მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსითა და გრიპით დაავადებულ პაციენტებში გარდაცვალების რისკი დაახლოებით ექვსჯერ იზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system