თავში

რა შედეგი აჩვენა pfizer-მა 5-11 წლის ბავშვებში

რა შედეგი აჩვენა pfizer-მა 5-11 წლის ბავშვებში
რა შედეგი აჩვენა pfizer-მა 5-11 წლის ბავშვებში

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-ით ეფექტურია.

"ევრონიუსის" ცნობით კვლევაში 2 268 ბავშვი მონაწილეობდა. კვლევაში მონაწილე 16 ბავშვი, რომელმაც პლაცებო მიიღო, კორონავირუსით დაინფიცირდა, ხოლო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით აცრილებს შორის მხოლოდ 3 ბავშვი დაინფიცირდა.

კვლევის ფარგლებში, Pfizer-მა და BioNTech-მა ორდოზიანი (10 მიკროგრამი) ვაქცინის რეჟიმი გამოსცადეს სამი კვირის ინტერვალით. მცირედი დოზა სპეციალურად შეირჩა, რათა მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი გვერდითი მოვლენების გამოწვევის რისკი, რადგან იმუნური პასუხი საკმაოდ ძლიერია.

კვლევის მონაწილეებმა ვაქცინაცია კარგად გადაიტანეს. ვაქცინამ ძლიერი იმუნური პასუხი წარმოქმნა, ხოლო გვერდითი მოვლენები 16-დან 25 წლამდე ასაკის ჯგუფში გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო.

მოზარდებსა და ზრდასრულებში გავრცელებული გვერდითი მოვლენები შემდეგია: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება და გულისრევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system