თავში

რა შეიძლება გამოიწვიოს ხორცზე უარის თქმამ

რა შეიძლება გამოიწვიოს ხორცზე უარის თქმამ

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ხორცზე უარის თქმის შემთხვევაში ძვლის მოტეხილობების რისკი იზრდება.

მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 54 000-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ვეგეტარიანელები, ვეგანები და ის ადამიანები, რომლებიც ხორცს ან თევზს ჭამდნენ. საერთო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ 3 941 მონაწილეს ძვლის მოტეხილობის რისკი მაღალი ჰქონდა. მეცნიერებმა ამგვარი მოცემულობა დიეტებს დაუკავშირეს.

აღმოჩნდა, რომ ვეგეტარიანელი ადამიანების ორგანიზმში შემცირებულია კალციუმისა და ცილების მიღება, რაც ზრდის ძვლების სისუსტეს. კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ ვეგეტარიანელებსა და იმ ადამიანებს, ვინც ხორცს თევზს ამჯობინებენ, თეძოს მოტეხილობის რისკი იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ხორცს ჭამენ, უფრო მაღალი ჰქონდათ.

რაც შეეხებათ ვეგანებს, კვლევამ დაადგინა, რომ მათი სხეულის მასის ინდექსი შემცირებულია. მოტეხილობების, მათ შორის, მძიმე ფორმით, რისკი კი გაორმაგებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system