თავში

რა შემთხვევაში გადახედავს აშშ ჰონგ-კონგის სტატუსს?

​რა შემთხვევაში გადახედავს აშშ ჰონგ-კონგის სტატუსს?
რა შემთხვევაში გადახედავს აშშ ჰონგ-კონგის სტატუსს?

ჩინეთის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ჰონგ-კონგის ავტონომიასა და თავისუფლებას შეეხება, გამოიწვევს იმას, რომ აშშ-ის მიდგომა პრინციპისადმი "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" გადაიხედება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ ჩინეთის მიერ ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას გმობს. ეს ჰონგ-კონგის საკანონმდებლო პროცედურებს და მისი მოსახლეობის ნებას უგულებელყოფს. მისი თქმით, ეს რეგიონის ავტონომიის "სიკვდილის მანიშნებელი" იქნება.

"აშშ პეკინს დაჟინებით მოუწოდებს, ეს საშინელი შემოთავაზება გადახედოს, თავისი საერთაშორისო ვალდებულება შეასრულოს და ჰონგ-კონგის ფართო ავტონომიას, დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და სამოქალაქო თავისუფლებებს პატივი სცეს", - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system