თავში

რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები კბილების გახეხვის დროს - ექიმი

რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები კბილების გახეხვის დროს - ექიმი
რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები კბილების გახეხვის დროს - ექიმი

გერმანელმა სტომატოლოგმა მარკუს ფელბერმა ისაუბრა ყველაზე ცუდ შეცდომებზე, რომლებსაც ადამიანები კბილების გახეხვის დროს უშვებენ. ექიმის აზრით, ჭამის შემდეგ კბილები დაუყოვნებლივ არ უნდა გაიხეხოთ, რადგან მინანქრის ფორმირებას დრო სჭირდება. ამ გარსის გარეშე, შესაძლოა, კბილები დაზიანდეს.

გარდა ამისა, სპეციალისტმა ადამიანებს მოუწოდა, უარი თქვან კბილების ისეთი ტიპის გახეხვაზე, როგორიცაა კბილის ჯაგრისის გამოყენება ღრძილებიდან კბილების მიმართულებით, რადგან, მისი თქმით, მსგავსმა ქმედებამ, შესაძლოა, ლორწოვანი გარსი დააზიანოს. მან რეკომენდაცია გასცა, რომ ადამიანებმა კბილები უნდა გაიხეხონ ნადების ფერთხვის პრინციპით, მარჯვნივ და მარცხნივ ჯაგრისის გადაადგილებით.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშლის ჭამით კბილების "გაწმენდა" რეკომენდირებული არ არის, რადგან ვაშლი კბილის მიმანქარს საკმაოდ აზიანებს. სტომატოლოგმა ასევე მიმართა ადამიანებს, რომ სოდისა და სხვა კბილების მათეთრებელი საშუალებების რეგულარული გამოყენება დაუშვებელია, რადგან აბრაზიულმა ნივთიერებებმა, შესაძლოა, მათ ზიანი მიაყენონ. ექიმმა ყველას მოუწოდა, კბილის ძაფი ყოველდღე გამოიყენოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system