თავში

რა თქვა ნემომ - მაკრონის ძაღლის საშობაო მიმართვა - VIDEO

რა თქვა ნემომ - მაკრონის ძაღლის საშობაო მიმართვა
რა თქვა ნემომ - მაკრონის ძაღლის საშობაო მიმართვა - VIDEO

 საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ძაღლმა მოქალაქეებს საშობაო მიმართვა გაუგზავნა. მიმართვაში ნემომ ყველა უსახლკარო ცხოველისთვის თავშესაფრის მიცემა, სიყვარული და მათზე მზრუნველობა ითხოვა.

"ვიცი, რასაც ვამბობ",- განაცხადა ნემომ, რომელიც სამი წლის წინ თავადაც უსახლკარო იყო.

დღეს ის ელისეის სასახლეში, საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან ერთად ცხოვრობს. ვიდრე მისი მეგობარი, ბატონი პრეზიდენტი კორონავირუსისგან ჯანმრთელდება, საშობაო მიმართვა მის მაგივრად ნემომ გაავრცელა.

ნემომ ცხოველების მიმართ უხეში მოპყრობისთვის სასჯელის გამკაცრების პირობა დადო და ცხოველთა თავშესაფრებში პირობების გაუმჯობესებისთვის 20 მილიონი ევროს გამოყოფა დააანონსა.

"ყოველ წელს 100 ათას ძაღლს აგდებენ ქუჩაში, სწორედ ისევე, როგორც ოდესღაც მე გამომაგდეს. მალე შობა დადგება. შეიფარეთ ისინი!", - მოუწოდა ნემომ მოქალაქეებს.

"თუმცა ცხოველის აყვანისას ნუ დაივიწყებთ პასუხისმგებლობას, რომ ის თქვენი ოჯახის ნაწილი ხდება. მას თქვენ ყველაზე მეტად უყვარხართ და თქვენი იმედი აქვს" - დაასრულა ვიდეომიმართვა ნემომ, რომელსაც, იმისათვის, რომ ადამიანებმა გზავნილი კარგად გაიგონ, ფრანგული სუბტიტრებიც ახლავს თან. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system