თავში

რა წამლით განკურნეს ტრამპი კორონავირუსიგან?

რა წამლით განკურნეს ტრამპი კორონავირუსიგან?
რა წამლით განკურნეს ტრამპი კორონავირუსიგან?

აშშ-ის ფედერალური მთავრობა დღეიდან REGN-COV2-ის დოზების დარიგებას დაიწყებს. ეს ის პრეპარატია, რომლითაც COVID-19- ის წინააღმდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მკურნალობდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრმა ალექს აზარმა განაცხადა.

ამ ეტაპზე 30 000 დოზა განაწილდება, უახლოეს კვირებში კი კლინიკები დამატებითი დოზებს მიიღებენ.

REGN-COV2-ის მწარმოებელი Regeneron Pharmaceuticals-ის ხელმძღვანელის ლეონარდ შლეიფერის განცხადებით, 2021 წლის იანვრის დასაწყისში კომპანია ექსპერიმენტული შრატის დაახლოებით 300,000 დოზას გაანაწილებს, შემდეგ კი კომპანია მომხმარებლისთვის თვეში 100 ათასი დოზის მოწოდებას შეძლებს.

პრეპარატის პირველი დოზების გადანაწილდება მიზანმიმართულად დაავადების დადასტურებული შემთხვევების სამკურნალოდ და წინა შვიდი დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება.

REGN-COV2 აშშ-ის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველომ გასულ კვირას დაამტკიცა. casirivmab-ისა და imdevimab -ის ანტისხეულების ბაზაზეა შექმნილი პრეპარატი კორონავირუსის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევაში გამოყენება და ის 12 წელზე ზევით ასაკის პაცინტებისთვისაა განკუთვნილი.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system