თავში

რა წერია ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებულ პროექტში

​რა წერია ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებულ პროექტში
რა წერია ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებულ პროექტში

ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებულ პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორების და მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის გაზრდაზეა საუბარი. ამის შესახებ ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდას გეგმავს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

"ევროკავშირმა უნდა გაზარდოს წარმომადგენლობა, ეფექტურობა გლობალურ ასპარეზზე, ერთობლივი ძალისხმევითა და ინვესტიციებით“, – აღნიშნულია ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებულ პროექტში.

გამოცემა წერს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები, რაც რუსეთიდან მომავალ მტრულ ჩარევას და ჰიბრიდულ ტაქტიკას მოიცავს, ამ ქვეყნების დემოკრატიულ პროცესს საფრთხეს უქმნის და ასევე ევროკავშირის უსაფრთხოებაზეც ახდენს გავლენას.

"ევროკავშირის ახლო პარტნიორებთან საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან სპეციფიკური დიალოგი განმტკიცდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება, დეზინფორმაცია და კიბერუსაფრთხოება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

პროექტის საბოლოო ვარიანტს ევროკავშირის ლიდერები მარტში დაამტკიცებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system