თავში

რა უნდა მოვიმარაგოთ კორონავირუსის ეპიდემიის დროს

​რა უნდა მოვიმარაგოთ კორონავირუსის ეპიდემიის დროს
რა უნდა მოვიმარაგოთ კორონავირუსის ეპიდემიის დროს

გერმანიის მთავრობამ პროდუქტებისა და ნივთების სია გამოაქვეყნა, რომელიც, კორონავირუსის ეპიდემიისა და კარანტინის შემთხვევაში, ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა მოიმარაგონ. სია ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვისა და კატასტროფის პირობებში მოსახლეობის დახმარების ფედერალურმა უწყებამ შეიმუშავა. 10 დღიანი კარანტინის შემთხვევაში, გერმანელებისთვის გაცემული რეკომენდაციები შემდეგია:

მოქალაქეებს სახლში 1 ადამიანზე უნდა ჰქონდეთ:

120 ლიტრი წყალი, 3, 5 კგ ბურღული, პური, კარტოფილი, მაკარონი და ბრინჯი. 2,5 კგ ნიგოზი და დაკონსერვებული ბოსტნეული. 4 კგ ჩირი, მშრალი და დაკონსერვებული ხილი. 2,6 კგ რძე და რძის პროდუქტები. 1,5 კგ ხორცი, ქათამი, თევზი, კვერცხი, ან კვერცხის ფხვნილი. 0,4 კგ კარაქი და ზეთი. ასევე, შაქარი, თაფლი, ფქვილი, ბულიონის კუბიკები, მშრალი ორცხობილები, შოკოლადი. 

პროდუქტების ეს ჩამონათვალი, ზრდასრული ადამიანის 2200 კილოკალორიაზე მოთხოვნილებას 10 დღის განმავლობაში აკმაყოფილებს.

გარდა ამისა, მოქალაქეს მარაგში უნდა ჰქონდეთ მედიკამენტები, სანთლები, გაზის ბალონი, ფარანი, ბატარეები, სადეზინფექციო საშუალებები.

გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 30-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ახალი შემთხვევა - ჩრდილო რეინ-ვესტფალიაში გამოვლინდა. გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდის შემთხვევაში, ქვეყანა სრულ მზადყოფნაშია ვირუსთან საბრძოლველად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system