თავში

რა ვითარებაა ლუცკში, სადაც მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა - განახლებულია

​რა ვითარებაა ლუცკში, სადაც მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა
რა ვითარებაა ლუცკში, სადაც მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა - განახლებულია

მაქსიმ კრივოშმა, რომელმაც უკრაინის ქალაქ ლუცკში ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანა, დაკავებულია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებაში მედიკოსები და პოლიციელები შევიდნენ.

18:02

უკრაინის ქალაქ ლუცკში, სადაც მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და მძევლები აიყვანა, სროლის ხმა ისმის. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ჟურნალისტების ინფორმაციით, მათ სამი აფეთქების ხმა გაიგეს. ადგილზე კვამლი ჩანდა.

16:00

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ლუცკში ავტობუსის გამტაცებელს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ახლახან ფსიქიატრთან იმყოფებოდა.

14:52

მამაკაცი, რომელმაც უკრაინის ქალაქ ლუცკში ავტობუსი გაიტაცა, აცხადებს, რომ კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ხალხმრავალ ადგილას აქვს დამონტაჟებული. ავტობუსში მას მძევლები ჰყავს აყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებელი შეიარაღებულია, ავტობუსი კი, დანაღმული.

"ტვიტერში" მან გამოაქვეყნა მოთხოვნა, რომ სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან.

ლუცკში არსებულ მდგომარეობას უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, მიმდინარეობს ოპერაცია და ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს.

„საგანგაშო ინფორმაციაა ლუცკიდან. დილით, 09:25 საათზე პოლიციის განყოფილებაში მამაკაცმა დარეკა და თქვა, რომ ავტობუსი გაიტაცა, ტრანსპორტში მყოფი ადამიანები კი, მძევლებად აიყვანა. ოპერაცია „მძევალი“ ამ წუთებში მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს“, – წერს აცხადებს ზელენსკი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system