თავში

რა ვითარებაში დაიღუპა ჩადის პრეზიდენტი?

რა ვითარებაში დაიღუპა ჩადის პრეზიდენტი?
რა ვითარებაში დაიღუპა ჩადის პრეზიდენტი?

ჩადის პრეზიდენტი იდრის დები მოულოდნელად გარდაიცვალა, როდესაც ის ჩრდილოელ ამბოხებულებთან ცეცხლის წინა ხაზზე სამხედრო ნაწილების მოსანახულებლად ჩავიდა.ამბოხებულები საზღვარს იქით, ლიბიაში არიან გამაგრებულები. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ჩადში საპრეზიდენტო არჩევნები 11 აპრილს გაიმართა. საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით ხმათა 80%-ით სწორედ იდრის დებიმ გაიმარჯვა. ეს მისი მე-6 საპრეზიდენტო ვადა იქნებოდა.

დები ხელისუფლებაში 1990 წელს სამხედრო გადატრიალების გზით მოვიდა.

მთავრობა და პარლამენტი დათხოვნილია. ქვეყნის მართვას მომდევნო 18 თვის განმავლობაში სამხედრო საბჭო ჩაიბარებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system