თავში

რამ გამოიწვია გულის გაჩერება და როგორია კრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მგომარეობა

რამ გამოიწვია გულის გაჩერება და როგორია კრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობი
რამ გამოიწვია გულის გაჩერება და როგორია კრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მგომარეობა

კრისტიან ერიქსენის ექიმის თქმით, ფეხბურთელს მოედანზე კოლაფსის დროს გული გაუჩერდა. 

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნახევარმცველი საავადმყოფოში იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მის თანაგუნდელებს მოკითხვას უგზავნის. 

"ის პრაქტიკულად აღარ იყო, ჩვენ შევძელით და გული ავამუშავეთ, ეს იყო გულის გაჩერება. ამ დრომდე ჩატარებული კვლევები გვაჩვენებს, რომ ყველაფერი ნორმალურად აქვს, გაუგებარია რამ გამოიწვია გულის გაჩერება," - განაცხადა ბოესენმა

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს დახმარება და გულის ამუშავებისთვის დეფიბრილაცია, მოედანზევე ჩაუტარდა. 

შეგახსენებთ,12 ივნისს, "ევრო 2020"-ის რიგით მე-3 მატჩში, დანია - ფინეთს თამაშზე, პირველი ტაიმის მიწურულს მოულოდნელი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა და დანიის ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი მიწაზე უგონოდ დაეცა.

შეწყვეტილი თამაშის დროს, ფინეთის ნაკრების გულშემატკივარი დანიელ ფეხბურთელს ამხნევებდა - მოდენაზე შეკრებილი ფინელი გულშემატკივარი ყვიროდა - "კრისტიან!" ხოლო დანიელები პასუხობენ - "ერიკსენ!"

რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი ცოცხალია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფინეთის ნაკრების გულშემატკივრებს, რომლებიც დანია-ფინეთის გუშინდელ მატჩს ესწრებოდნენ და შეუძლოდ მყოფ კრისტიან ერიქსენს მხარი დაუჭირეს, მადლობა გადაუხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system