თავში

რამდენ ხანს ეყოფა ინდონეზიურ წყალქვეშა ნავს ჟანგბადი

​რამდენ ხანს ეყოფა ინდონეზიურ წყალქვეშა ნავს ჟანგბადი
რამდენ ხანს ეყოფა ინდონეზიურ წყალქვეშა ნავს ჟანგბადი

ინდონეზიის საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავის მეზღვაურებს, რომელიც 21 აპრილს გაუჩინარდა, ჟანგბადი შაბათამდე, 24 აპრილამდე უნდა ეყოს. ინფორმაციას ამის შესახებ სამხედროებზე დაყრდნობით სააგენტო Reuters ავრცელებს.

სამხედროების თქმით, გაუჩინარების მომენტისთვის წყალქვეშა ნავის მდგომარეობა შეფასებული იყო, როგორც კარგი. ის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო.

ამჟამად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ინდონეზიის სამხედრო საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავი 21 აპრილს გაუჩინარდა.

წყალქვეშა ნავის ბორტზე სულ მცირე 53 ადამიანი იმყოფება.

დაკარგული წყალქვეშა ნავის მოსაძებნად ინდონეზიამ დახმარება სინგაპურსა და ავსტრალიას უკვე სთხოვა.

იმ ადგილთან ახლოს, სადაც ინდონეზიის სამხედრო საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავი გაუჩინარდა, ნავთობის ლაქა აღმოაჩინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system