თავში

რამდენ ხანს მოგვიწევს პირბადის ტარება - ეპიდემიოლოგის პროგნოზი

​რამდენ ხანს მოგვიწევს პირბადის ტარება - ეპიდემიოლოგის პროგნოზი
რამდენ ხანს მოგვიწევს პირბადის ტარება - ეპიდემიოლოგის პროგნოზი

ადამიანებს პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში მოუწევთ, - ამის შესახებ ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის იმუნიზაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, მერი რამზიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის ადამიანები შეეჩვივნენ ამ შეზღუდვებს, რომლებიც ეკონომიკისთვის გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე "ლოქდაუნი".

პირბადეებზე მთლიანად უარის თქმას დედამიწის მოსახლეობა მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც უმეტეს ქვეყნებში ვაქცინაციის დონე საკმარისად მაღალი იქნება და ინფიცირების მაჩვენებლები მთელ მსოფლიოში შემცირდება.

"ანუ იქამდე, სანამ ჩვენ ძალიან ნელ-ნელა არ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას", - განაცხადა რამზიმ BBC-სთან ინტერვიუში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system