თავში

რამდენ ხანს რჩება COVID-19-ის შემდეგ ორგანიზმში ანტისხეულები - ახალი კვლევა

რამდენ ხანს რჩება COVID-19-ის შემდეგ ორგანიზმში
რამდენ ხანს რჩება COVID-19-ის შემდეგ ორგანიზმში ანტისხეულები - ახალი კვლევა

კორონავირუსის გადატანის შემდეგ ანტისხეულები ადამიანის სისხლში ინფიცირების დღიდან, სულ მცირე, რვა თვის განმავლობაში რჩება. ამის შესახებ აღნიშნულია იტალიელი მეცნიერების კვლევაში, რომელიც ქვეყნის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად ჩატარდა და რომლის შედეგები ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კვლევა ემყარება 162 პაციენტის მონაცემებს, რომლებმაც შარშან კორონავირუსის ინფექციის გამო იტალიის საავადმყოფოებს გადაუდებელ მკურნალობისთვის მიმართეს.

კვლევის თანახმად, ამ პაციენტებში ანტისხეულების შემცირება სიმპტომების გამოვლენიდან 5-8 კვირის შემდეგ იწყებოდა, მაგრამ 8 თვის მანძილზე ნარჩუნდებოდა, სამი ადამიანის გარდა.

ამავე დროს, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ "არც COVID-19 მიმდინარეობის სიმძიმემ, არც ასაკმა და არც მრავალი თანმხლები დაავადების არსებობამ არ იმოქმედა ანტისხეულების კინეტიკაზე და მდგრადობაზე".

გარდა ამისა, იტალიელმა მკვლევარებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ანტისხეულების ადრეული განვითარება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების პროცესზე გავლენას ახდენს.

”ჩვენი შედეგები ცხადყოფს, რომ ანტისხეულების ადრეული გაჩენა კრიტიკულია პაციენტის გადარჩენისთვის და ვირუსის კონტროლისთვის, რაც ადასტურებს ადრეული მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებით თერაპიის აუცილებლობას ცალკეულ კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში და ვფიქრობთ, რომ პროფილაქტიკური ვაქცინაციით გამოწვეული ანტისხეულები, სავარაუდოდ, გრძელვადიანი იქნება”, - დაასკვნეს მეცნიერებმა.

მათი აზრით, იმ პაციენტებში, რომელთა ორგანიზმებმა ვერ შეძლეს ანტისხეულების გამომუშავება კორონავირუსით ინფიცირებიდან 15 დღის განმავლობაში, ამ დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკი უფრო მაღალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system