თავში

რამდენ მინისტრს აქვს კორონავირუსი ესპანეთში

რამდენ მინისტრს აქვს კორონავირუსი ესპანეთში
რამდენ მინისტრს აქვს კორონავირუსი ესპანეთში

ესპანეთის ტერიტორიული პოლიტიკის მინისტრს, კაროლინა დარიასს კორონავირუსი დაუდასტურდა. მინისტრმა ტესტი მას შემდეგ ჩააბარა, რაც ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის თანასწორობის საკითხებში მინისტრს, ირენე მონტეროს კორონავირუსი აქვს.

ტესტი კორონავირუსზე მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრმა გაიარა, მათი პასუხები მოგვიანებით იქნება ცნობილი.

გარდა ამისა, COVID-19 დაუდასტურდა პარტია Vox-ის ლიდერს, სანტიაგო აბასკალს და საპარლამენტო ჯგუფის წევრს მაკარება ოლონას.

მანამდე კორონავირუსის დადებითი პასუხი პარტიის გენერალურმა მდივანმა, ხავიერ ორტეგა სმიტმა მიიღო. 

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. როგორც სააგენტო „Reuters“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, 12 მარტს გარდაცვლილთა რიცხვი 37-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 84 შეადგინა. ამასთან, გამოვლინდა ინფიცირების თითქმის 1500 ახალი შემთხვევა და ჯამში, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ თითქმის სამი ათასი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system