თავში

რამდენად ეფექტურია კოვიდინფიცირებულების პლაზმით მკურნალობა

რამდენად ეფექტურია კოვიდინფიცირებულების პლაზმით მკურნალობა
რამდენად ეფექტურია კოვიდინფიცირებულების პლაზმით მკურნალობა

კორონავირუსის სისხლის პლაზმაზე დაფუძნებული მკურნალობა ეფექტური აღმოჩნდა. ამის შესახებ მაიოს კლინიკის ექიმებმა ახალი კვლევების საფუძველზე განაცხადეს.

პლაზმის გამოყენებით მკურნალობამ ეფექტურობა აჩვენა და კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებში ვირუსის პროგრესირება შეამცირა. 

პაციენტებში, რომლებსაც ანტისხეულებით გაჯერებულ პლაზმას იღებდნენ ინფიცირებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში, დაავადება უკეთესად მიმდინარეობდა, თუმცა ის ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა იმ ადამიანებში, რომლებიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ ან სასუნთქ აპარატზე იყვნენ შეერთებული.

"ვფიქრობ, რომ სამედიცინო სფეროში უნდა გაგრძელდეს ინოვაციების გამოყენება და ახალი თერაპიის საშუალებების შემუშავება, რადგან რეალურად მასობრივი ვაქცინაციისგან ჯერ კიდევ შორს ვართ", - განაცხადა მაიოს კლინიკის კოორდინატორმა, დოქტორმა სკოტ ვრაიტმა.

კვლევის ფარგლებში 3 000-ზე მეტი პაციენტი შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ ამ მეთოდით მკურნალობის დროს პაციენტის გადარჩენის შანსი 25%-ით უფრო მეტია.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system