თავში

რამდენად მაღალია ვაქცინაციის შემდგომ COVID-19-ით ინფიცირების რისკი? - DW

რამდენად მაღალია ვაქცინაციის შემდგომ COVID-19-ით ინფიცირების რისკი? -
რამდენად მაღალია ვაქცინაციის შემდგომ COVID-19-ით ინფიცირების რისკი? - DW

ცნობილია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაავადების მწვავე ფორმისგან იცავს, საუკეთესო შემთხვევაში კი ინფიცირების შესაძლებლობას სრულად გამორიცხავს. თუმცა, ახალი ვაქცინის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია. მეცნიერებისათვის ამ დრომდე არ არის ცნობილი, ვაქცინიაციიდან ზუსტად  რა პერიოდის განმავლობაში გამოიმუშავებს ორგანიზმი იმუნიტეტს. ამასთან, არც ის არის ცნობილი არიან თუ არა ვაქცინირებული პირები ვირუსის გადამტანები. 

რა არის ცნობილი ამ დროისათვის.

უახლესი მონაცემებით, BioNTech/Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინის ორი დოზა კორონავირუსის ინფექციისაგან 95% შემთხვევაში იცავს. შესაბამის კვლევებში 36 621 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 170 მათგანი COVID-19-ით დაინფიცირდა. ამასთან, კვლევაში მონაწილე პაციენტების უმრავლესობამ პლაცებო მიიღო, ხოლო ვაქცინაცია 170 ინფიცირებულიდან მხოლოდ 8-ს ჩაუტარდა. 

ასევე დადასტურებულია, რომ ევროკავშირში ლიცენზირებული ვაქცინები ეფექტურია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის. მათთვის, ვისაც ვაქცინა არ მიუღია, COVID-19-ით დაინფიცირების რისკი ცხრაჯერ მეტია, ვიდრე ვაქცინირებულებს.

გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) მეცნიერები მოგვიწოდებენ, რომ უსაფრთხოების ზომები ვაქცინაციის შემდგომაც დავიცვათ, ვინაიდან, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული შეუძლიათ თუ არა ვაქცინირებულ ადამიანებს სხვების ინფიცირება.

”დღეისათვის ხელმისაწვდომი მონაცემები ზუსტად არ აფასებს mRNA ვაქცინების ეფექტურობას (mRNA) ინფექციის გავრცელების პრევენციის ან შენელებასთან მიმართებაში”, - აღნიშნა ინსტიტუტმა 14 იანვრის განცხადებაში.

რა სახის იმუნიტეტი იქმნება ვაქცინაციის შემდეგ? 

იდეალურ შემთხვევაში, ვაქცინამ სრულად უნდა დაიცვას ადამიანები კორონავირუსის ინფექციისგან. მაგრამ ვაქცინაციის შემდეგ ხანგრძლივი იმუნიტეტის ფორმირება, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება, ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული.

სხვა ვაქცინების მსგავსად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაშიც ბევრი ნიუანსია. რა ტიპის იმუნიტეტი გამომუშავდება ვაქცინაციის შემდეგ, ჯერ კიდევ დაუდგენელია. 

დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ამჟამად ევროკავშირში გამოყენებული ვაქცინები ხელს უწყობს დაავადების სიმპტომების შემსუბუქებას. 

სტატია მომზადებულია DW მასალის გამოყენებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system