თავში

რამდენი მანქანა განადგურდა "ფორსაჟის" გადაღებებზე

რამდენი მანქანა განადგურდა
რამდენი მანქანა განადგურდა ფორსაჟის გადაღებებზე

"Fast and Furious-ის" ფრენჩაიზის გადაღების დროს 1,480-ზე მეტი მანქანა განადგურდა. ამის შესახებ  პორტალი "ScreenRant" წერს. 

ყველაზე მეტი მანქანა ფილმის მეექვსე ნაწილის გადაღებების დროს დაიმტვრა და რიცხვმა 350-ს მიაღწია. 

აპრილში," Fast and Furious-ის" ეკრანებზე მეცხრე ნაწილი უნდა გამოსულიყო, თუმცა, მთელ მსოფლიოში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო კინოთეატრების დახურვამ, პრემიერა განუსაზღვრელი ვადით გადაწია. 

მეცხრე ნაწილში მთავარ როლებს ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, ტაირის გიბსონი, ლუდაკრისი და სხვა მსახიობები ასრულებდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მანქანა დაამტვრიეს კონკრეტულად ამ ფილმისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system