თავში

რამზან კადიროვი მაიკ პომპეოს სანქციებს უწესებს

რამზან კადიროვი მაიკ პომპეოს სანქციებს უწესებს
რამზან კადიროვი მაიკ პომპეოს სანქციებს უწესებს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს რესპუბლიკაში არსებულ ყველა სანქციას უწესებს. მათ შორის, გაყინული იქნება მისი ყველა ანგარიში. ამის შესახებ თავად კადიროვმა თათბირზე განაცხადა, რომელზეც რეგიონში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას განიხილავდნენ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მართალია, პომპეოს გუშინ სტუმრად ეპატიჟებოდა, ახლა კი მას ამის უფლება აღარ აქვს.

"მე ჩემს მოპატიჟებას ვაუქმებ და ვაცხადებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიმართ ამოქმედებული იქნება ყველა სანქცია, რაც კი რესპუბლიკაში გვაქვს, მათ შორის მისი ანგარიშების ბლოკირებაცაა", - განაცხადა კადიროვმა.

შეგახსენებთ, აშშ-მა რამზან კადიროვს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გაავრცელა. სანქციების დაწესებას დღეს კადიროვიც გამოეხმაურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system