თავში

რას ემალება კიმ ჩენ ინი?

რას ემალება კიმ ჩენ ინი?
რას ემალება კიმ ჩენ ინი?

ჩრდილოეთ კორეის ლირდერი, კიმ ჩენ ინი ბოლო დროს პუბლიკის პირისპირ იშვიათად ჩნდება. აპრილში ის მხოლოდ 3-ჯერ გამოჩნდა, წინა წელს კი იგივე პერიოდში 27-ჯერ. ცოტა ხნის წინ მისმა გაუჩინარებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და არაერთი თეორია გავრცელდა იმის შესახებ, თუ სად გაქრა კიმი. მედიასაშუალებები დიქტატორის გაუჩინარების მიზეზად მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვარაუდობდა, ზოგიერთი კი მისი სიკვდილის შესახებაც წერდა. 

ასეთი ინტერესი კიმ ჩენ ინის მიმართ ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ ჩრდილოეთ კორეის არასტაბილურ საგარეო პოლიტიკას და პოტენციურ ატომურ შეიარაღებას. 

კიმის უჩვეულო ქცევას ახლა რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. სამხრეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ის კორონავირუსს არიდებს თავს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არცერთი ოფიციალური დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. კიმმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებაც კი გააუქმა ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად. 

არსებობს მოსაზრება, რომ კიმი უბრალოდ ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნების შესრულებისთვის ფოკუსირდება. ერთ-ერთი სამხრეთკორეული გაზეთი კი წერს, რომ ის მის საყვარელ ვილაზე, ვონსანში ატარებს შვებულებას. 

არავინ იცის, რა არის კიმ ჩენ ინის უჩვეულო პასიურობის მიზეზი, თუმცა მისდამი ინტერესი არ ნელდება  და ფაქტია, რომ ჩრდილო კორეის დიქტატორის მნიშვნელობა მსოფლიო პოლიტიკაში საკმაოდ დიდია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system