თავში

რას ფიქრობს მსოფლიოს მოსახელობა კლიმატის ცვლილებაზე

რას ფიქრობს მსოფლიოს მოსახელობა კლიმატის ცვლილებაზე
რას ფიქრობს მსოფლიოს მოსახელობა კლიმატის ცვლილებაზე

მსოფლიოს მოსახლეობის 64% -ს მეტს მიაჩნია, რომ კლიმატის ცვლილება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს კაცობრიობისთვის და ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას. ამის შესახებ კვლევა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სპეციალისტებმა ოქსფორდის უნივერსიტეტის ექსპერტებთან თანამშრომლობით ჩაატარეს.

კვლევაში დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა 50 ქვეყნიდან. რესპონდენტებს ეკითხებოდნენ, არის თუ არა კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემა  და  მხარს უჭერენ თუ არა ამ პრობლემის მოსაგვარებლად მიღებულ ცვლილებებს ეკონომიკის , ენერგეტიკის, ტრანსპორტირების, საკვების წარმოებისა და მოხმარების, გარემოსა და უსაფრთხოების სფეროში.

საინტერესოა, რომ მკვლევარებმა დაადგინეს პირდაპირი კავშირი რესპოდენტების პასუხებსა და მათ განათლების ხარისხს შორის. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც კლიმატის ცვლილებას მნიშვნელოვან პრობლემად თვლის, უმეტესად მაღალი ხარისხის განათლება ჰქონდა მიღებული. 

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ 18 წელს მიუღწეველი პირები, კლიმატის ცვლილებას უმეტესად სერიოზულ პრობლემად აღიქვამენ.

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარს, NASA-მ თავის ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 2020 წელს გაგრძელდა გლობალური დათბობის ტენდენცია და  2016 წლის რეკორდული შედეგი 4 წლის შემდეგაც განმეორდა.

იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ 2020 წელს ოკეანეებმა 230 ზეტაჯოული სითბო შთანთქა, რაც 20 მილიარდი ლიტრანახევარი ჩაიდნის ადუღებისთვისაა საკმარისი. ოკეანის დონემ კი 0,5 სანტიმეტრით მოიმატა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system