თავში

რას ჰყვება ვირუსოლოგი, რომელიც ჩინეთიდან აშშ-ში გაიქცა

რას ჰყვება ვირუსოლოგი, რომელიც ჩინეთიდან აშშ-ში გაიქცა
რას ჰყვება ვირუსოლოგი, რომელიც ჩინეთიდან აშშ-ში გაიქცა

Foxnews ჰონგ-კონგელ ვირუსოლოგ, ლი-მენგ იანთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც უსაფრთხოების მიზნით ჩინეთიდან გამოიქცა და თავი აშშ-ს შეაფარა. 

იანი აშშ-ში 26 აპრილს ჩავიდა და იქ მას მერე იმალება. Fox News-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, მან განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობამ ახალი კორონავირუსის შესახებ ყველაფერი კარგად იცოდა, მაგრამ ინფორმაციას მალავდა. ვირუსოლოგმა ასევე საკუთარი კვევის შესახებაც ისაუბრა, რომელსაც მისი განცხადებით, მილიონობით ადამიანის გადარჩენა შეეძლო.

როგორც ვირუსოლოგი აღნიშნავს, ის ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც ახალი კორონავირუსის კვლევაში მონაწილეობდა. მისი ხელმძღვანელის მითითებით, მან აღნიშნული საკითხი საფუძვლიანად შეისწავლა და საკუთარი კვლევა კოლეგებს გააცნო, თუმცა, მათ მისი ნაშრომი უმნიშვნელოდ მიიჩნიეს. როგორც იანი აღნიშნავს, მის კვლევას ადამიანების გადარჩენა შეეძლო. 

მან საკუთარი კვლევა მის ხელმძღვანელს გააცნო, რომელმაც ურჩია გაჩუმებულიყო და წითელი ხაზი არ გადაეკვეთა. მისი რწმუნებით, ჩინეთი გეგმავდა ვირუსი ბიოლოგიურ იარაღად გამოეყენებინა.

ვირუსოლოგმა ასევე განაცხადა, რომ ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი იმაზე ადრე დადასტურდა, ვიდრე ამის შესახებ ხელისუფლებას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ეცნობებოდა. აღნიშნული ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო და არ საჯაროვდებოდა.

"ჩვენ ამის შესახებ ლაპარაკი აგვიკრძალეს", - ამბობს ლი-მენგ იანი. მისი რწმუნებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც და ჩინეთის ხელისუფლებამაც ინფექციის საფრთხის შესახებ ყვეალფერი იცოდა, მაგრამ ამის თაობაზე არ საუბრობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system