თავში

რას სთხოვდა ჯამალ ჰაშოგი თავის მკვლელებს

რას სთხოვდა ჯამალ ჰაშოგი თავის მკვლელებს
რას სთხოვდა ჯამალ ჰაშოგი თავის მკვლელებს

თურქული გაზეთი "Sabah" ჟურნალისტ ჰამალ ჰაშოგის მკვლელობის ახალ დეტალებს ასაჯაროებს.

თურქეთის დაზვერვამ საუდის არაბეთის საკონსულოდან ამოღებული ჩანაწერის კიდევ ერთი სტენოგრამა მიიღო, რომლიდანაც ირკვევა, რომ ჯამალ ჰაშოგი მკვლელებს სთხოვდა, მისთვის პირი არ აეკრათ.

"პირი არ ამიკრათ, მე ასთმა მაქვს, თქვენ მე დამახრჩობთ", - უთხრა ჰაშოგიმ მაჰერ მკვლელებს, რომლის თქმით მას ჟურნალისტი ერ-რიადში უნდა ჩაეყვანა.

გაზეთი ასევე წერს, რომ მკვლელები ჰაშოგს აიძულებდნენ, შვილისთვის შეტყობინება გაეგზავნა, რომ არ ენერვიულა, თუკი მასთან დაკავშირებას ვერ მოახერხებდა.

ჯამალ ჰაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის ხელისუფლების ცნობილი კრიტიკოსი იყო, სტამბოლში არსებული საუდის არაბეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიიდან 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. თურქეთმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი მოკლეს და აგრეთვე აღნიშნა, რომ ამ მკვლელობასთან ერ-რიადის 15 მზვერავია დაკავშირებული. საუდის არაბეთმა ჰაშოგის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად 20 ოქტომბერს დაადასტურა.

ერ-რიადის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საუდის არაბეთის საკონსულოში კონფლიქტი მოხდა, რომელსაც ჟურნალისტი ემსხვერპლა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი განზრახ, შეუბრალებლად მოკლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system