თავში

რას უნდა ველოდოთ ვაქცინაციის შემდგომ - ჯანმო-ს განმარტება

რას უნდა ველოდოთ ვაქცინაციის შემდგომ - ჯანმო-ს განმარტება
რას უნდა ველოდოთ ვაქცინაციის შემდგომ - ჯანმო-ს განმარტება

ვაქცინაციის შემდგომ ზოგიერთი გვერდითი ეფექტის გამოვლენა ნორმალური და  მოსალოდნელია. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. 

"ეს იმის სიგნალია, რომ ორგანიზმი ვირუსის მიმართ დაცვას გამოიმუშავებს", - განმარტავენ ჯანმო-ში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების განმარტებით, ვაქცინაციის ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტებია: სიწითლე ან ტკივილი ინექციის ადგილას, მსუბუქი ცხელება, დაღლილობა და თავის ტკივილი, კუნთების ან სახსრების ტკივილი. ამასთან, ჯანმო-ში განმარტავენ, რომ ეს სიმპტომები ერთ კვირაზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში გრძელდება. 

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ჯანმო დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისათვის ვაქცინის მიწოდების  პროგრამას აწარმოებს. ამჟამად, COVAX პროგრამის ფარგლებში ვაქცინის 20 მილიონზე მეტი დოზა 20 ქვეყანაში გადანაწილდა. ხოლო მომავალ კვირაში 14.4 მილიონ დოზას კიდევ 31 ქვეყანა მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system