თავში

რას უყვებიან ვუჰანში დაღუპულთა ახლობლები ჯანმო-ს ექსპერტებს

​რას უყვებიან ვუჰანში დაღუპულთა ახლობლები ჯანმო-ს ექსპერტებს
რას უყვებიან ვუჰანში დაღუპულთა ახლობლები ჯანმო-ს ექსპერტებს

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, სადაც კორონავირუსი დაიწყო და მსოფლიოში გავრცელდა, SARS-CoV-2-ით დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებთან შეხვედრა მოინდომეს. მიუხედავად ხელისუფლების ზეწოლისა და დაშინებისა, მათ სპეციალისტებისთვის სიმართლის თქმა და ფართო საზოგადოებამდე იმის მიტანა გადაწყვიტეს, რაც  2020 წელს სინამდვილეში ჩინეთში მოხდა.

"იმედი მაქვს, რომ ჯანმო-ს ექსპერტები სიცრუის გავრცელების ინსტრუმენტად ად იქცევიან. ჩვენ დაუღალავად ვცდილობთ სიმართლის დადგენას. ეს დანაშაული იყო და არ გვინდა, რომ ჯანმო იმისთვის იყოს ჩინეთში ჩამოსული, რომ ეს დანაშაული დაფაროს",- განაცხადა  ჟენ ჰაიმ - ვუჰანის ერთ-ერთმა მკვიდრმა, რომლის მამა გასულ წელს კორონავირუსით გარდაიცვალა. ჰაის თქმით,  ხელისუფლება ეპიდემიის დაწყებიდანვე დუმდა სახიფათო ვირუსზე,  მალავდა სიმართლეს დაღუპულთა შესახებ. დღეს კი ამ სიცრუეში დაღუპულთა ახლობლების ჩათრევას ცდილობს და მათ სიმართლის ლაპარაკს უკრძალავს.

ჯანმო-ს ექსპერტების ჩინეთში ჩასვლის შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ სოციალურ სივრცეში ყველა ეგრეთ წოდებული ჩათი - ერთმანეთთან ლაპარაკის ველი წაშალა, რომ აქტივისტებს კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის საშუალება არ ჰქონდეთ.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system