თავში

რასიზმის გამო სტივი უანდერი აშშ-დან საცხოვრებლად განაში გადადის

​რასიზმის გამო სტივი უანდერი აშშ-დან საცხოვრებლად განაში გადადის
რასიზმის გამო სტივი უანდერი აშშ-დან საცხოვრებლად განაში გადადის

სტივი უანდერი რასიზმის გამო აშშ-დან საცხოვრებლად განაში გადადის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Independent ავრცელებს.

მომღერალი უკვე მრავალი წელია ამბობს, რომ განაში დასახლებას გეგმავს.

”მე მსურს, კვლავ დავინახო ამ ერის ღიმილი. მინდა ვნახო ეს გამგზავრებამდე, რათა განაში გადავიდე საცხოვრებლად“, - განაცხადა სტივი უანდერმა.

მომღერალმა ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესის არ არსებობის გამო.

”მტკივა იმის გაცნობიერება, რომ 36 წლის განმავლობაში სიტუაციამ ერთი იოტითაც არ წაიწია წინ. ამისგან ფიზიკურად გული მერევა. გული მერევა პოლიტიკოსებზე, რომლებიც ცდილობენ, 400-წლიანი პრობლემის გადასაჭრელად მარტივი გამოსავალი იპოვონ,”- დასძინა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system