თავში

რატომ დადიან პინგვინები კინოში? - PHOTO - VIDEO

რატომ დადიან პინგვინები კინოში?
რატომ დადიან პინგვინები კინოში? - PHOTO - VIDEO

აშშ-ში, ჩიკაგოს აკვარიუმის პინგვინები რეგულარულად დაჰყავთ სასეირნოდ. ამაში, შეიძლება, უჩვეულო არაფერია, მაგრამ ცხოველებს სასეირნოდ მუზეუმებში, კინოთეატრებსა და სტადიონებზე ატარებენ, რაც პინგვინების ცხოვრებაში არც თუ ისე ბუნებრივი მოვლენაა. მიუხედავად ამისა, აკვარიუმის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აქტიურობის ეს ფორმა პინგვინებს ძალიან მოსწონთ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გასეირნება სოციალურ გარემოში მათთვის კარგი ვარჯიში და ამავე დროს, პინგვინების მენტალური სტიმულირება ხდება. ისინი ყურადღებით ეცნობიან და სწავლობენ ახალ გარემოს და ეს ყველაფერი მათთვის ძალიან სასარგებლოა.

აკვარიუმის ხელმძღვანელობის თქმით, ეს ყველაფერი თავიდან უხუცეს პინგვინთან ვალინგტონთან ერთად დაიწყო, რომელიც 32 წლისაა. აკვარიუმის თანამშრომლებმა ის ერთხელ ამაზონის გამოფენაზე წაიყვანეს და მათდა გასაოცრად, პინგვინი ყველაფერს დიდი ინტერესითა და ყურადღებით ათვალიერებდა. ცხოველების მომვლელებმა შემდეგ იმავეს გაკეთება უკვე სხვა პინგვინებთან სცადეს. ახლა ეს სპორტულ-ნტელექტუალური აქტივობები აკვარიუმის პინგვინების სასიამოვნო ყოველდღიურობაა.

ჩიკაგოს აკვარიუმში 32 პინგვინი ცხოვრობს, თუმცა სასეირნოდ ყველა ერთად არ დაჰყავთ. ყოველდღიური ინტელექტუალური და სპორტული ღონისძიებებისთვის 4-5 პინგვინისგან შემდგარი ჯგუფი იდეალურია.   

m/news/av/embed/p090695w/55153976"></iframe>

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system