თავში

რატომ დაწვა მორაგბემ ცოცხლად ცოლი და სამი შვილი - PHOTO

​რატომ დაწვა მორაგბემ ცოცხლად ცოლი და სამი შვილი
რატომ დაწვა მორაგბემ ცოცხლად ცოლი და სამი შვილი - PHOTO

ყოფილი მორაგბე როუენ ბაქსტერი და მისი სამი შვილი ავტომობილში, სავარაუდოდ, წინასწარ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპნენ, - ამის შესახებ ავსტრალიის პოლიციაში აცხადებენ. მისი ყოფილი მეუღლე, ჰანა მიღებული დამწვრობების შედეგად მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემზარავი ტრაგედია ქალაქ ბრისბენში მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, ყველა შვილი 10 წელზე ნაკლები ასაკის იყო.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ალში გახვეული ჰანა ბაქსტერი ავტომობილიდან გადმოხტა და ყვიროდა: "მან ბენზინი გადამასხა".

"შემზარავი სურათი იყო", - განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციის ინსპექტორმა, მარკ ტომპსონმა.

მისი თქმით, ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ადგილზე მთლიანად დამწვარი მანქანა დახვდათ. იქ სამი ცხედარი იყო - 42 წლის როუენ ბაქსტერის და მისი 6, 4 და სამი წლის შვილების.

დაშავებული ერთ-ერთი თვითმხილველიც, რომელიც მანქანაში მყოფი ადამიანების დახმარებას ცდილობდა. მან სახის დამწვრობა მიიღო და ამჟამად ჰოსპიტალში მკურნალობს.

მედია წერს, რომ სპორტული კარიერის შემდეგ როუენი ბრისბენის ერთ-ერთ ფიტნეს ცენტრში მუშაობდა. ის და ჰანა ერთმანეთს დაშორდნენ. ბავშვებზე მეურვეობის გამო მათ სასამართლო დავა ჰქონდათ დაწყებული. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ როუენი პროცესს აგებდა, რაც, შესაძლოა, ერთგვარი შურისძიების მოტივი გამხდარიყო.

როუენ ბაქსტერი New Zealand Warriors-ის და Mount Albert Lions-ის გუნდებში თამაშობდა, ასევე ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების წევრი იყო. სპორტული ჟურნალისტები ამბობენ, რომ ის საკმაოდ კონფლიქტური ადამიანი იყო და აგრესიულად იქცეოდა როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ წყვილს უთანხმოება ხშირად ჰქონდა. იანვარში ბრისბენის პოლიციაში ოჯახური ძალადობის ფაქტზე შეტყობინებაც კი შემოვიდა.

პოლიცია საზარელი შემთხვევის დეტალებს სწავლობს და შურისძიების ვერსიაზეც მუშაობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system